7.ზევსის ქანდაკება
დიდებული, მრავალსვეტებიანი ზევსის ტაძარი იყო აგებული ოლიმპოში თეთრი მარმარილოსგან. მისი სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, ხოლო სიგანე 28 მეტრს. 34 სვეტი არტყავდა გარშემო ტაძარს. ტაძრის სიღრმეში მდებარეობდა უზარმაზარი ზევსის ქანდაკება. ღმერთების მეფე ტახტზე იჯდა. ტანის ზედა ნაწილი შიშველი იყო, ხოლო ქვემო ნაჭილს უფარავდა ძვირფასი ქსოვილი. ერთ ხელში მას ნიკეს ქანდაკება ეჭირა, ხოლო მეორეში კი ხელკეტი. ღმერთ-არწივის გამოსახულებით. თავზე მას გვირგვინი ედგა, ზეთისხილის რტოებით მორთული. ტახტზე მჯდომი ზევსი თითქმის ეხებოდა თავით ტაძრის ჭერს, რომლის სიმაღლე იყო 17 მეტრი. ძვირფასი ოქროსი იყო მისი გვირგვინი, ტანსაცმელი, და ნიკეს გვირგვინი. თმები, ზევსის თავი და ნიკეს მთლიანი ფიგურა სპილოს ძვლისაგან იყო შექმნილი. და მისი გამოსახულება მნახველს შესძრავდა არა მარტო მისი სიძლიერით.
Комментариев нет:
Отправить комментарий